სამოგზაურო პლატფორმაა Egencia-ს კვლევამ აჩვენა, რომ საქმიანი მოგზაურების თითქმის ნახევარი გააუქმებს მოგზაურობებს, რათა თავიდან აიცილოს მოგზაურობის მიმდინარე ქაოსი, მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიების მზარდი გამოყენებისა, რომელიც ხელს უწყობს ონლაინ შეფერხებების მართვას.

 

აღსანიშნავია, რომ 2,250 საქმიანი მოგზაურის გამოკითხვამ გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში აჩვენა, რომ გამოკითხულთა 69%-ი ახლა მოგზაურობისას ელოდება შეფერხებას. მოგზაურობის ქაოსისგან თავის არიდების მიზნით, საქმიანი მოგზაურების 46%-ი დილით ადრე ფრენას ჯავშნის, ხოლო გამოკითხულთა 40%-ი თავს არიდებს გარკვეულ ავიაკომპანიებს ან აეროპორტებს.

 

თუმცა, საქმიანი მოგზაურები სულ უფრო მეტად იყენებენ ციფრული აპლიკაციებს მოგზაურობის შეფერხებების მოსაგვარებლად. კომპანიის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 74%-ი უფრო მეტად იყენებს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს მოგზაურობის სამართავად, ხოლო მათგან 43%-ი აღნიშნულის მთავარ უპირატესობად რეალურ დროში განახლებებს მიიჩნევს.

 

თუმცა რესპონდენტთა 49%-მა აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ არ მოისურვებენ მოგზაურობას, თუ რაიმე შეფერხება წარმოიქმნება.

 

„საქმიანი მოგზაურები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი გზაზე პრობლემების გამო და საჭირო მხარდაჭერის მიღების გამო, აღნიშნავს Egencia-ს პრეზიდენტი მარკ ჰოლიჰედი.

 

მისი განმარტებით, ”რაც არ უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი, თუ მოგზაურობის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს დროში ინვესტიციაა. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების გვერდით და მივაწოდოთ ტექნოლოგია და სერვისი შეფერხებების მაქსიმალურად ეფექტური მართვისთვის”.

 

ამ ზაფხულს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, მოგზაურობის შეფერხების და ქაოსის წარმოქმნა მოჰყვა, ავიაკომპანიები და აეროპორტები იბრძვიან გაუმკლავდნენ საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას COVID-19 პანდემიის შემდეგ.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი მგზავრი, მათ შორის ისინი, ვინც საქმიანად მიემგზავრებიან, დაზარალდნენ უსაფრთხოების ხანგრძლივი რიგების, ფრენების გაუქმების, დიდი დაგვიანებების და დაკარგული ბარგის მიზეზით.