ტაივანური ავიაკომპანია Eva Air-ი  სამ რეისს შეასრულებს, არსაით, რათა მარტოხელა მგზავრები ერთმანეთს გააცნოს და დააკონტაქტოს.
აღნიშნულ ფრენებს ორგანიზებას ტურისტული კომპანია Mobius-ი უწევს, რომელიც ასევე სპეციალიზირებულია სწრაფი ნაცნობების ორგანიზებაზე.

პირველი ფრენა შობის დღესასწაულზე განხორციელდება, მეორე – ახალის წლის ღამეს, ხოლო მესამე – ახალ წელს.

ბორტზე მოხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ 20 ქალს და 20 კაცს ეძლევა. აუცილებელი პირობაა, რომ ვისაც ბორტზე მოხვედრა სურთ აუცილებლად უნდა ქონდეთ უმაღლესი განათლება და უნდა იყვნენ ტაივანის მოქალაქეები. მგზავრები თვითმფრინავის ბორტზე დასხდებიან წყვილებად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე ერთად ვახშმობის, რაც სურვილისამებრ ფრენამდე ან ფრენის შემდეგ დაიგეგმება. 
ამ ტიპის მოგზაურობაში წასვლის შესაძლებლობა ეძლევა იმ მგზავრს, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ბილეთში 296 დოლარს გადაიხდის.