რამდენიმე კვირაში უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე შეემატება. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი ოპერირებას იანვრის დასაწყისიდან შეუდგება.

Bees Airline  ორ საჰაერო ხომალდს ლიზინგით მიიღებს და ჩარტერული რეისების შესრულებასაც მალე შეუდგება.

საწყის ეტაპზე გეგმაშია ჩარტერული რეისების შესრულება ეგვიპტის მიმართულებით, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან კი ავიაკომპანია სხვადასხვა მიმართულებებზე რეგულარულ რეისებსაც განახორციელებს. გამოცემა Mintrans-ი წერს, რომ Bees Airline 2 ერთეული Boeing 737-800-ს მიიღებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტები მარეგულირებელ ორგანოში უკვე წარადგინა. 

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის ევგენი ხაინადსკის განმარტებით, 2021 წელს კი Bees Airline-ი კიდევ 2 საჰაერო ხომალდით შეავსებს. 2022 წლისთვის კი Bees Airline-ის გეგმაშია, რომ 6 საჰაერო ხომალდით მოახდინოს ოპერირება. აღსანიშნავია, რომ ევგენი ხაინადსკი 2020 წლის ივლისამდე უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს ხელმძღვანელობდა. 

უკვე ცნობილია, რომ Bees Airline-ი ბაზირებული იქნება კიევის საერთაშორისო აეროპორტში (კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი) (კოდი: IEV). 

Bees Airline-ს ხომალდები ამ დროისათვის ვარშავას აეროპორტში დგანან. აქამდე აღნიშნული ხომალდების ექსპლუატიარებას ასევე უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA ახდენდა. 

Bees Airline-ს უკვე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 2 ტურისტულ კომპანიასთან და ერთობლივად ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელება დაგეგმვის სტადიაშია. 

“ფრენების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ექსპლუატანტის სერტიფიკატს. თუ კი მისი მიღება 22 დეკემბრამდე მოხდება, მაშინ საახალწლო დღეებში ჩვენ რეისებსაც განვახორციელებთ. თუ კი სერტიფიკატს ამ დროში ვერ მივიღებთ მაშინ ფრენების დაწყებას 15 იანვრიდან ვგეგმავთ”, – განაცხადა ევგენი ხაინადსკიმ.

რაც შეეხება ზაფხულში რეგულარული ფრენების დაწყებას Bees Airline-ს მენეჯერი ამბობს, რომ “ჯერჯერობით კონკრეტული მიმართულების დასახელება არ შემიძლია. მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბათუმის მიმართულებას განვიხილავთ – სადაც მხოლოდ იფრენენ არამხოლოდ ტურისტები, არამედ ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას ფლობენ”.

​”ჯერ კონკრეტულ მითითებებს ვერ დავასახელებ. მაგალითად, მე ვიტყვი, რომ ბათუმს განვიხილავთ – არა მხოლოდ ტურისტებს შეუძლიათ იქ ფრენა, არამედ უკრაინელებიც, რომლებსაც უძრავი ქონება აქვთ საქართველოში ”, – აღნიშნავს მენეჯერი.

Bees Airline-ი ოპერირებას მოახდენს, როგორ ჩარტერულ, ასევე დაბალბიუჯეტიანი ფრენების სეგმენტში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთის ფასი 5 ევროდან იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.