ავიაკომპანია Lufthansa-მ გრძელმაგისტრალურ რეისებზე, ეკონომ-კლასში საძილე ადგილების გაყიდვა დაიწყო.

ამ დროისთვის ახალი სერვისი Sleeper-ი (საძილე ადგილების რიგი) ხელმისაწვდომია​ ფრანკფურტი-სან-პაულუს და სან-პაულუ-ფრანკფურტის რეისებზე. პროდუქტი 260 დოლარად მგზავრის 3-დან 4 სავარძელზე განთავსებას გულისხმობს.

დამატებითი კომფორტისთვის, ბორგამყოლი მგზავრს ბიზნეს-კლასიდან ძილისთვის საჭირო ეკიპირებასაც მიაწვდის, რომელშიც მატრასი, ბალიში და საბანი შედის.

ძილისთვის საჭირო ადგილის შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში. 

ახალი სერვისის გაჩენა, სავარაუდოდ, COVID-19 პანდემიის გამო თვითმფრინავში შედარებით მეტი ცარიელ ადგილს უკავშირდება. ცარიელი ადგილების გაყიდვით ავიაკომპანია შემოსავლის გზარდას მოახერხებს.