საქართველოს საავიაციო ბაზრის წლიური ვარდნა 77%-ს შეადგენს. Eurocontrol-მა მიმდინარე წლის 18 ნოემბრის მონაცემები წინა წლის პერიოდს შეადარა. საქართველოს ანალოგიური კლება უნგრეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და კვიპროსშიც დაფიქსირდა (-77%), საქართველოზე დიდი კლება მხოლოდ ირლანდიაშია (-82%).

COVID-19-ის პანდემიამ წლიურ ჭრილში ყველაზე ნაკლებად აისახა სლოვენიაზე (-28%), სლოვაკეთსა (-39%) და ალბანეთზე (-41%).

Eurocontrol-მა 18 ნოემბრის სტატისტიკა 4 ნოემბრის მონაცემებსაც შეადარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ფრენების რაოდენობა 37%-ით შემცირდა. 18 ნოემბერს დაფიქსირდა 19 ფრენა (მოფრენა-გაფრენა). 41 ევროპულ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ფრენა გერმანიაში შესრულდა (1853 ფრენა, -7% 4 ნოემბერთან შედარებით).

ავიაკომპანიებს შორის ევროპულ ბაზარზე Turkish airlines ლიდერობს, რომელმაც 18 ნოემბერს 578 ფრენა შეასრულა.

მსხვილ ავიაკომპანიებს შორის, ნოემბრის ორკვირიან პერიოდში ფრენების რაოდენობა ყველაზე მეტად Ryanair-ის ქსელში შემცირდა (-60%, 308 ფრენით ნაკლები).