გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს, რომელსაც 4 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ტაქსს მგზავრის მომსახურება 100 კმ-ზე 120 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია.
ცნობილია, რომ CityAirbus-ი დისტანციურად იმართება და ელექტროენერგიაზე მუშაობს. CityAirbus-ის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ მგზავრებს მალე ქალაქ გარეთაც გაიყვანენ ისე, რომ თავი დააღწიონ არსებულ საცობებს. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 4 პროპელერითაა აღჭურვილი. CityAirbus-ს მძღოლი არ სჭირდება. და რაც მთავარია, CityAirbus-ში მაქსიმალურადაა დაცული სოციალური დისტანცია და ფრენის პროცესის დროს ხმაური არ წარმოიქმნება. სატრანსპორტო საშუალებამ პირველი სატესტო ფრენა გერმანიაში 2019 წლის დეკემბერში განახორციელა. ამ დროისათვის უცნობია, როდიდან გაეშვება CityAirbus-ი ექსპლუატაციაში.