ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, LOT-ის რეგულარული ფრენები აგვისტოს თვეში არ განხორციელდება. 17 აგვისტოდან სისტემაში ჩადებული განრიგი არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და ეტაპობრივად გაუქმდება, – აღნიშნულია საქართველოში პოლონური ავიაკომპანია LOT-ის (LOT Polish Airlines) წარმომადგენელ კომპანია LOT Travel LTD-ში. კომპანიის ინფორმაციით, სექტემბერში LOT-ის მიერ საქარველოს მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ფრენებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
“ყოველდღე უამრავი სატელეფონო ზარი და შეტყობინება შემოგვდის სხვადასხვა კითხვებით. გვსურს გავცეთ პასუხი ძირითად საკითხებზე.
✈️ ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, LOT-ის რეგულარული ფრენები აგვისტოს თვეში არ განხორციელდება. 17 აგვისტოდან სისტემაში ჩადებული განრიგი არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და ეტაპობრივად გაუქმდება.
✈️ LOT-ის ავიაბილეთების დასაბრუნებლად გთხოვთ მიმართოთ იმ სააგენტოს ან ვებგვერდს სადაც შეიძინეთ ავიაბილეთი, იგივე ეხება lot.com-ზე შეძენილ ავიაბილეთებს.
✈️ ჩვენ ვაბრუნებთ მხოლოდ ჩვენს ოფისში შეძენილ ავიაბილეთებს!
✈️ სექტემბრის ფრენებზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს და აუცილებლად გაცნობებთ მიღებისთანავე.
✈️ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ალტერნატიული მარშრუტები სხვა ავიაკომპანიებზე, ამისთვის მოგვწერეთ lot@lottravel.ge-ზე.
✈️ სხვა კითხვებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელ. 2554455 ან lot@lottravel.ge”, აღნიშნულია LOT Travel LTD-ის განცხადებაში.