პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის კუთვნილი Embraer 195 სარეგისტრაციო ნომრით SP-LNL, რომელიც ესპანეთის კურორტ პალმა დე მალიორკას მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფრენის დროს კი ორჯერ დაფიქსირდა ფრინველებთან შეჯახების ფაქტი

როგორც ირკვევა Embraer 195-ი პირველი აფრენისას, 7300 მეტრის სიმაღლეზე პირველად შეეჯახა ფრინველებს. ეკიპაჟის წევრებმა პოზნანის აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტეს და 35 წუთის შემდეგ წარმატებითი დაჯდომაც განახორციელეს. 

აეროპორტში ტექნიკოსებმა თვითმფრინავი დაათვალიერეს, შეამოწმეს ძრავა და Embraer 195-ს მწყობრში შესვლის ნებართვა მისცეს. მიწაზე 2 საათისა და 20 წუთის დაყოვნების შემდეგ თვითმფრინავი ისევ აფრინდა, თუმცა ისევ ფრინველების გუნდს შეეჯახა. 

ამჯერად მფრინავებმა მოახერხეს თვითმფრინავის 5800 მეტრის სიმაღლეზე აყვანა, ხოლო შემდეგ საჰაერო ხომალდმა საგანგებო დაშვება ვარშავაში განახორციელა, სადაც Embraer 195 ინციდენტიდან 45 წუთში დაჯდა.

თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახება ავიაციაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, თვითმფრინავის ძრავაზე გარკვეული კვალი რჩება.

თუმცა ზოგჯერ თვითმფრინავის ფრინველთან შეჯახება შესაძლოა ავარიით ან თუნდაც ავიაკატასტროფით დასრულდეს.

ფრინველებთან შეჯახების გამო, 2009 წელს US Airways-ის კუთვნილი Airbus A320 მდინარე გუდზონზე დაჯდა, ხოლო 2019 წელს კი Ural Airlines-ის A321 სიმინდის ყანაში მოუხდა დაჯდომა.