ორბელიანის ბაზრის მენეჯმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუშაობით კმაყოფილია. ბაზრი ორბელიანზეს გაყიდვების მენეჯერი მარია ეშლი მალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით მრავალ პრეს-ტურს თუ ინფო-ტურს უმასპინძლა, რაც თავის მხრივ ბაზრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის შემდგომ პერიოდსა და რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის ფონზე, გეყოს იმის ძალა და რესურსი – გააგრძელო ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა!
მადლობა მსურს გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ! გასული ერთი თვის მანძილზე მრავალ პრეს-ტურს და მრავალ ინფო-ტურს ვუმასპინძლე ბაზარი ორბელიანზე!
ყველა ჟურნალისტი, ბლოგერი თუ ტურ-ოპერატორი ერთხმად აღნიშნავდა მსგავსი აქტივობების აუცილებლობას და ქვეყნებს შორის ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის  ყველას გისურვებთ მშვიდობიან და ნაყოფიერ სეზონს”, წერს სოციალურ ქსელში მალიანი.