ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Cavea სითი მოლის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის, „ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის უფასო კინო- ჩვენება გაიმართა. ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის კინოჩვენებას 100-მდე უკრაინელი ბავშვი მშობლებთან ერთად დაესწრო. სტუმრებს Cavea სითი მოლის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

“კავეა სითი მოლისა და ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა კიდევ ერთი გასართობი საღამო უკრაინელი ბავშვებისთვის. კერძო სექტორის დიდი მხარადჭერით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავახალისოთ ისინი და ხელი შევუწყოთ მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში. დღევანდელი საღამოსთვის დიდი მადლობა მინდა გავავუხადო კავეა სითი მოლის თანამშრომლებს”.- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.

„ჩვენ უკრაინელი ტურისტები ვართ რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების დროს საქართველოში ვიმყოფებოდით, ჩვენ მადლობა გვიდა მოგიხადოთ იმისთვის რომ ასე ართობთ ჩვენს ბავშვებს, გვეპატიჟებით სხვადასხვა ღონისძიებებზე, ჩვენ ვიმყოფებოდით თეატრში მთაწმინდის პარკში სადაც ყველა ატრაქციონი იყო ბავშვებისთვის , და ახლა დაგვპატიჟეს ჰარი პოტერის პრეზენტაციაზე საჩუქრებით და ლამაზი დეკორაციებით. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. „ – აცხადებს უკრაინელი ტურისტი ტატიანა ტურინა.

„ჩვენ უკრაინიდან ვართ, უკვე თვეზე მეტია აქ ვიმყოფებით , ჩვენი ბავშვებისთვის მუდმივად იმართება სავადადსხვა ღონისზიებები, რითაც ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და ახლაც ვიმყოფებით ფილმის პრეზენტაციაზე „ – აცხადებს უკრაინელი ტურიტი ირინა უჩინკა.

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 1-23 თებერვლის ჩათვლით ჩამოვიდნენ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველჰყოფს დროებითი საცხოვრებლისთვის საჭირო სათანადო პირობებით.