2022 წლის მარტის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის მარტის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 64 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით ატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 53 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე ასევე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელიც  საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მარტში 21 რეისს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ მარტში საქართველოს საჰაერო სატვირთო რეისების შესრულების მხრივ ქართული ავიაკომპანიები ლიდერობენ. ამ მიმართულებით ლიდერ TOP-5-ს შორის ოთხი ავიაკომანია ქართულია.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მარტში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 სატვირთო რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.