მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიას, გერმანულ Lufthansa-ს იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 6%-ით შეუმცირდა და თანხაში 1.742 მლრდ ევრო შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის თითო აქციაზე მოგებამ 3.69 ევრო შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2017 წლის იანვარ-სექტემბერში თითო აქციაზე მოგება 3.95 ევრო იყო.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 1%-ითაა გაზრდილი და მთლიანობაში 26.9 მლრდ ევროს შეადგენს.
ცნობილი ხდება ასევე, რომ მესამე კვარტალში Lufthansa-ს წმინდა მოგება 10%-ით შეუმცირდა და მაჩვენებელი 1.065 მლრდ ევროთი განისაზღვრა. მესამე კვარტალში თითქო აქციის მოგება 2.26 ევროს დონეზე დაფიქსირდა, 2017 წლის მესამე კვარტალში კი აღნიშნული მაჩვენებელი 2.52 ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ Lufthansa Group-ი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჯგუფია, რომლის შტაბ-ბინაც კოლნში მდებარეობს.