ბრიტანული ლუდსახარში კომპანია BrewDog-ი 2019 წლისთვის, პირველად ისტორიაში, “ლუდის ავიარეისს“ გაუშვებს. ავიარეისის განხორციელების პერიოდში მგზავრებს სპეციალურ ლუდს შესთავაზებს.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, BrewDog-მა შეძლო და შექმნა სასმელი, რომელის გემოც სრულფასოვნად 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე იშლება და ხდება სრულყოფილი.

„ფრენისას გემოს რეცეპტორები სხვანაირად ფუნქციონირებენ და აღიქვამენ. ამიტომ ჩვენმა, ლუდის მხარშველებმა შექმნეს ლუდი, რომელიც უგემრიელეს იქნება მხოლოდ ჰაერში და არა მიწაზე“, აცხადებენ კომპანიაში.

პირველი „ლუდის რეისი“ 2019 წლის 21 თებერვალს ლონდონის სტანსტედის აეროპორტიდან აშშ-ს ორლანდოს შტატის მიმართულებით განხორციელდება.. მგზავრების გადაყვანას კი Boing 767 უზრუნველყოფს.