Lufthansa-ს მიერ ჩამოწერილმა Airbus A320-მა (n/n D-AIQF) ახალი სიცოცხლე მიიღო და მეცნიერების სამსახურში დადგა.
Lufthansa Technik-ის, გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის (DLR), გამოყენებითი აერონავტიკული კვლევის ცენტრის ZAL-ისა და ჰამბურგის აეროპორტის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ობიექტი იყო ყოფილი D-AIQF. თვითმფრინავი გადაკეთდა საავიაციო წყალბადის ლაბორატორიად (Hydrogen Aviation Lab) მომავალში წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების ტექნიკური და სახმელეთო პროცესების შესამოწმებლად.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, “ლაბორატორია” აღჭურვილი იქნება სატესტო სისტემების სრული ასორტიმენტით, ასევე შიდა თხევადი წყალბადის ავზით და დაემატება შესაბამისი სახმელეთო ინფრასტრუქტურა.