Lufthansa პერსონალის სიმცირის გამო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დაახლოებით 34000 ფრენას გააუქმებს. ამის შესახებ WirtschaftsWoche წერს.
26 მარტიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, გადამზიდავი შეამცირებს დღეში 500-მდე ფრენას, რაც არის Lufthansa-ს ყველა ფრენის დაახლოებით 10%. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა, რომ ფრენების შემცირების პროგრამა მორგებული იქნება ფრანკფურტისა და მიუნხენისთვის. Lufthansa შეამცირებს ფრენებს იმ მარშრუტებზე, რომლებიც დღეში რამდენჯერმე სრულდება.
მოსალოდნელია, რომ შემცირება გავლენას მოახდენს Lufthansa-ს შვილობილი კომპანიების Eurowings-ზე, Brussels Airlines-სა და SWISS-ის ფრენებზეც.