აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) ბაქოდან პარიზის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენების განახლება მაისიდან იგეგმება.

“განრიგი ითვალისწინებს ფრენებს ბაქოდან პარიზში და უკან, კვირაში 2 სიხშირით – სამშაბათს და პარასკევს. პირველი რეისი 9 მაისს არის დაგეგმილი”, – აცხადებენ კომპანიაში.