ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ცნობით, გიდების ვალია, საქართველოს თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარონ.

„საქართველოს მთავარ მასპინძლებს – გიდებს, გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! თქვენი ვალია, თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, უძველეს ისტორიას, ტრადიციებს თუ მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსს აზიაროთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.