Lufthansa-მ ახალი Airbus A321neo მიიღო, რომელიც ავიამშენებლის მიერ განახლებული პირველი საშუალომაგისტრალური თვითმფრინავია. როგორც უცხოური მედია წერს, Airbus-მა A321neo-ს სალონი მნიშვნელოვნად განაახლა. სალონში დამონტაჟებულია თანამედროვე სავარძლები, რომელიც იტალიური კომპანია Geven-ის მიერაა წარმოებული.

ასევე, ამიერიდან ეკონომ-კლასის მგზავრები საზურგეს ვეღარ გადასწევენ, ის ერთ დონეზე იქნება დაფიქსირებული, 20 გრადუსიანი დახრილობით.

სამაგიეროდ, ბიზნეს-კლასში საზურგის გადაწევა ისევ შესაძლებელი იქნება, 26 გრადუსამდე დახრილობით. სალონში დამონტაჟებული იქნება, ასევე USB დასამუხტი აღჭურვილობა. დღემდე მსგავსი სერვისი მხოლოდ შორმაგისტრალურ ბორტებზე იყო ხელმისაწვდომი.