Wizz Air-ი დროებით ფრიდრიხსჰაფენის მიმართულებით იფრენს. ​მემინგენის აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  Wizz Air-ი ქუთაისიდან ბოდენის ტბის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფრიდრიხსჰაფენში იფრენს.

18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული რეისი განხორციელდება როგორც ქუთაისი-მემინგენის რეისის ალტერნატივა.

როგორც ირკვევა მემინგენის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. ღამის საათებში ბილიკის გაფართოება ხორციელდება, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი სწორედ სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.