2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Lufthansa გეგმავს გერმანიიდან იმ მარშრუტების რაოდენობა, რომელზეც Airbus A380 მოახდენს ოპერირებას, გააორმაგოს. ცნობილი ხდება, რომ 2024 წელს Lufthansa ყველაზე დიდი სამგზავრო საჰაერო ხომალდით ფრენებს პირველად განახორციელებს მიუნხენიდან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში და ინდოეთის დედაქალაქ დელიში.

ამრიგად, 2024 წლის ზაფხულში, 2023 წლის ზაფხულთან შედარებით, Lufthansa-ს A380 მარშრუტების ქსელი ორიდან ხუთამდე გაიზრდება.

2023 წლის ბოლოსთვის ავიაკომპანია ცაში ოთხი გიგანტური თვითმფრინავის დაბრუნებას აპირებს. 2024 წლის ზაფხულისთვის მათი რაოდენობა Lufthansa-ს ფლოტში გაიზრდება ექვს ერთეულამდე, ხოლო 2025 წლისთვის – რვამდე.

გერმანიაში მოგზაურობის მოთხოვნა კრიზისამდელ მაჩვენებელს უკვე დაუბრუნდა და Lufthansa-მ გიგანტური თვითმფრინავების ცაში დაბრუნება ეტაპობრივად დაიწყო.

Lufthansa და A380

2023 წლის ზაფხულში, გერმანულმა გადამზიდავმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ A380 ფრენებზე პირველად დააბრუნა. A380-ების მიწაზე ყოფნა COVID-19 პანდემიასთან და ფრენებზე მოთხოვნის შემცირებასთან უნდა დაკავშირებული.

ავიაკომპანიამ Airbus A380-ით განაახლა ფრენები მიუნხენიდან ბოსტონსა და ნიუ-იორკში. ოქტომბერში გერმანული ავიაკომპანია A380-ით ფრენებს მიუნხენიდან ლოს-ანჯელესში დაიწყებს.

Airbus A380 მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია, მაგრამ სწორედ მათმა გიგანტურმა ზომამ, ახალ რეალობაში, მისი პერსპექტივები შეზღუდა.

საჭირო გამწეობისთვის Airbus-მა A380-ში ოთხი ძრავა დააინსტალირა, თუმცა ავიაკომპანიებმა ტრანსპორტირების ხარჯების დაზოგვის მოტივით უპირატესობა უკვე ორძრავიან და შედარებით ახალი მოდელის თვითმფრინავებს მიანიჭეს. ამის გამო, 10 წლის ფრენის შემდეგ, მათ 2-სართულიანი თვითმფრინავების ჩამოწერა და დემონტაჟი დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფრენების შესრულება კიდევ 30 წლის განმავლობაში შეეძლოთ.