MoneyTransfers-მა ჩაატარა კვლევა იმის გასარკვევად, რომელ ქვეყნებში აღემატება ტურისტების რაოდენობა ადგილობრივ მცხოვრებთა რაოდენობას. ამისათვის ექსპერტებმა შეადარეს ყველაზე მონახულებული ქალაქები და ქვეყნები თითოეულ მათგანში მუდმივი მოსახლეობით.

რეიტინგში პირველი ადგილი ავსტრიამ დაიკავა უცხოელი ვიზიტორების საშუალო მაჩვენებლით ერთ მოსახლეზე 3,6. ქვეყნის მოსახლეობა 8,9 მილიონია, მაგრამ ყოველწლიურად იქ მთელი მსოფლიოდან 31,9 მილიონი მოგზაური ჩადის.
მეორე ადგილზე ჰონგ კონგია, სადაც ერთ მცხოვრებზე 3.8 ტურისტი მოდის, მესამეზე კი საბერძნეთია ერთ ადგილობრივზე 3 მოგზაურის მაჩვენებლით.

გარდა ამისა, ტაილანდის კუნძულები ფუკეტი და კრაბი, ისევე როგორც ქალაქი პატაია, ტურისტებისთვის მსოფლიო რუქაზე ყველაზე პოპულარული პუნქტები გახდა. უფრო მეტიც, ყველა ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, მაგრამ თავად ტაილანდი შედარებით დაბალ ადგილზეა ყველაზე პოპულარული ქვეყნების რეიტინგში.