ევროპის ქალაქებში სერვისული აპარტამენტების ფასები უახლოეს თვეებში დაეცემა. SilverDoor-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მათი ფასები ზაფხულში „სტაბილური“ დარჩა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ EMEA-ს (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) რეგიონში მაჩვენებლები კოვიდ-ის შემდგომ პერიოდთან შედარებით უფრო პროგნოზირებადი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ აქ აპარტამენტების საერთო საშუალო დღიური განაკვეთები (ADR) წლიურ ჭრილში 25%-ით დაეცა, დიდ ქალაქებში ის დარჩა იმავე დონეზე, როგორც 2022 წელს.

„სავარაუდოა, რომ ამსტერდამში, ლონდონში, დუბლინსა და პარიზში აპარტამენტების ფასები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სტაბილურად დაეცემა. ეს კი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა“, – აღნიშნულია სააგენტოს მოხსენებაში.

„ვითარება EMEA-ს რეგიონში შედარებით სტაბილური იყო მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამსტერდამისა, სადაც ფასები კვლავ მაღალია. მოსალოდნელია, რომ პარიზს მომავალი წლის ოლიმპიური თამაშების მიმართ დიდი მოთხოვნა ექნება, საფრანგეთის დედაქალაქში განაკვეთების ზრდა უკვე დაიწყო. ჩვენ გირჩევთ დაჯავშნოთ მოგზაურობა პარიზში 2024 წლის ივლის-სექტემბერში რაც შეიძლება ადრე,” – თქვა ემი პამენტერმა, SilverDoor-ის კლიენტთა მთავარმა ოფიცერმა.