Deutsche Lufthansa AG სამუშაო ძალის გაზრდას 20 000 ადამიანით გეგმავს. ავიაკომპანიაში დასაქმების კამპანია 21 ნოემბერს დაიწყო. ავიაგადამზიდავს ესაჭიროება სპეციალისტები 43-ზე მეტ სფეროში, პირველ რიგში ტექნიკოსები, IT სპეციალისტები, იურისტები, პილოტები და ბორტგამცილებელი. ვაკანსიებია ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ასევე ციურიხში, ვენასა და ბრიუსელში.
გაფართოების კამპანია სავარაუდოდ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა ადრე თქვა, რომ ავიაკომპანია გეგმავს ახალი თანამშრომლების მიღებას კოროვირუსული პანდემიის შემდეგ საჰაერო მოგზაურობის სექტორის აღდგენის ფონზე.
2022 წლის დასაწყისიდან Lufthansa-ს კაპიტალიზაცია 18,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდ ევროს მიაღწია.