ავიაკომპანია Air India, რომელიც Tata Group-ს ეკუთვნის, Boeing-თან და Airbus-თან ახალი თვითმფრინავების შეკვეთის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩვენ სიღრმისეულ დისკუსიებს ვაწარმოებთ Boeing-თან, Airbus-თან და ძრავების მწარმოებლებთან უახლესი თაობის თვითმფრინავების ისტორიული შეკვეთის შესახებ, რომელიც გამოიწვევს Air India-ს ბიზნესის საშუალო და გრძელვადიან ზრდას“, – თქვა კემპბელ უილსონმა, ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა,Tata კორპორატიული ღონისძიებაზე მუმბაიში.

Air India გეგმავს თავისი ფლოტისა და გლობალური ქსელის გაფართოებას, რომლის მიზანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გაზარდოს საკუთარი წილი 30%-მდე, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე.