“ლოუკოსტერი” AirAsia რესტორან Santan-ის გახსნას გეგმავს, სადაც კლიენტებს ავიაკომპანიის მენიუს შესთავაზებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია AirAsia Group-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ფერნანდესმა შოუში Larry King Live გააჟღერა.

“მე მივიჩნევ, რომ ჩვენი საჭმელი ფანტასტიკურია. ჩვენ გვჯერა ამის და ამიტომ ვგეგმავთ ფასტ-ფუდის რესტორნის გახსნას” განაცხადა ფერნანდესმა.

Suntan-ი ეს AirAsia-ს მენიუს სახელწოდებაა. ავიაკომპანიის მენიუ მართლაც მრავალფეროვანია. ავიაკომპანიის მენიუშია იშვიათი კერძებიც, რომელიც ავიაკომპანიას წინასწარ უნდა დაუკვეთო. აღსანიშნავია, რომ ბორტზე კვება ავიაბილეთის ფასში არ შედის.