კორპორაცია Boeing-ის ავსტრალიური ფილიალი ხელოვნური ინტელექტის მქონე საბრძოლო დრონს შექმნას გეგმავს, რომელსაც გამანადგურებელთან თანხვედრაში სხვადასხვა დავალების შესრულება შეეძლება.

უპილოტო საფრენი საშუალება Loyal Wingman-ის კონცეპტუალური ვერსია, პირველად რამდენიმე დღის წინ მელბრუნის აეროკოსმოსურ გამოფენაზე წარმოადგინეს.

კორპორაცია Boeing-მა განმარტა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა საფრენ აპარატს საშუალებას აძლევს გადაადგილდეს დამოუკიდებლადაც და ასევე იფრინოს სხვა ხომალდთან თანხვედრაში.

უპილოტო საფრენი საშუალების სიგრძე 11.6 მეტრი იქნება  და მას 3,7 ათასი კმ-ს დაფარვა შეეძლება. სამომავლოდ, მისი მოდიფიცირებაც იგეგმება და ის დასაბომბ აპარატურადაც იქნება გამოყენებული.