პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენელ კომპანია “LOT Travel LTD – Georgia”-ში განმარტავენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში LOT Polish Airlines-ი ​მზადაა ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ დაამატოს რეისები.

უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებითი რეისები 2,7 და 9 მარტს შესრულდება.

“გვსურს გაცნობოთ, რომ LOT Polish Airlines-ის მიერ გამოცხადებული ყველა ფრენა შეუფერხებლად სრულდება და შესრულდება მომავალშიც.

მარტის თვეში გავზარდეთ რეისების სიხშირე და კიდევ გაიზრდება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე”, აცხადებენ LOT Polish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენელ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ LOT Polish Airlines-ი ​ვარშავასა და თბილისს შორის კვირაში 5 სიხშირით ოპერირებს.