საქართველოსა და სომხეთში, კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ის გაყიდვების მენეჯერად ანა ბერიშვილი დაინიშნა.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანა ბერიშვილს ავიაციის ინდუსტრიაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. Qatar Airways-მდე ის სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებში მუშაობდა.

Qatar Airways-ის გუნდს ანა ბერიშვილი 2017 წლიდან შეუერთდა.