პოლონეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი LOT Polish Airlines-ი გერმანულ ავიაკომპანია Condor-ს ყიდულობს, რომელიც ადრე Thomas Cook-ის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ კვირაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Condor-ის შეძენით ჯგუფი Apollo ( APO.N ), Greybull და ასევე LOT Polish Airlines-ი იყვნენ დაინტერესებულნი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს LOT Polish Airlines-მა Facebook-ის გვერდზე LOT Polish Airlines-ია და Condor-ის ლოგოები განათავსა და ასე გასცა პასუხი გავრცელებულ ინფორმაციას.