აეროპორტ “სტამბოლში” საძილე კაფსულების  დამონტაჟების შემდეგ, ანალოგიური კაფსულები უკვე სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტშიც გამოჩნდა. 

კაფსულები, ტელევიზორები, ინტერნეტი და უფასო ცხელი სასმელები – აღნიშნული სერვისი Sabiha Gökçen Airport-ში უკვე ხელმისაწვდომია. 1 საათიანი სერვისის მიღების ტარიფი კი 7 ევროა.

აეროპორტის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია სულ 29 საძილე კაფსულა. საიდანაც 10 ქალებისთვის განკუთვნილი კაფსულაა, ხოლო 18 მამაკაცებისთვის, ხოლო ერთიც საოჯახოა. 

კაფსულა აღჭურვილია USB-პორტით და ჩამრთველებით, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს დამუხტონ ესა თუ ის მოწყობილობა.