უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, გრძელმაგისტრალურ რეისებზე, ბიზნეს კლასის წყვილებს სპეციალურ Suite Plus სალონებს შესთავაზებს. ამის შესახებ Avianews-ი წერს.
Suite Plus პირველად გამოჩნდება 2024 წელს ახალ Airbus A350 თვითმფრინავზე. მოგვიანებით კი განახლებულ პირველ კლასი სხვა თვითმფრინავებშიც დამონტაჟდება, საუბარია Boeing 787-9, Boeing 777-9 და Boeing 747-8 საჰაერო ხომალდებზე.
საოჯახო სალონში ორ ადამიანს შეუძლია მგზავრობა. ეს შეიძლება იყოს ორი ზრდასრული ან ზრდასრული ბავშვთან ერთად. სალონი სადარბაზოდან კედლით იქნება გამოყოფილი ჭერამდე და ექნება ორი სკამი ერთი მეტრის სიგანით. ეს სავარძლები შეიძლება გარდაიქმნას სრულ ჰორიზონტალურ 2 საძილე საწოლად.
მგზავრებს, რომლებიც ბიზნეს კლასში მოგზაურობენ, შეეძლებათ დაჯავშნონ ასევე პატარა სალონი, რომელიც გათვლილია ერთ ადამიანზე.