თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის ბორტი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა თბილისის ნაცვლად ერზურუმში დაჯდება. აღნიშნულის მიზეზი კი თბილისში ძლიერი ქარია. როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში, კომპანია „გასაში“ აცხადებენ, საჰაერო ხომალდი მგზავრებს ერზურუმიდან თბილისში მას შემდეგ ჩამოიყვანს, რაც მეტეოროლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ამის შემდეგ შეასრულებს ავიაკომპანია თბილისი-სტამბოლის რეისს და შესაბამისად გადაიყვანს თურქეთის მიმართულებით მგზავრებს, რომლების ნაწილიც უშუალოდ თურქეთში მიმავალი მგზავრია, ხოლო ნაწილიც ტრანზიტული.