ესპანური ავიაკომპანია Air Europa ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რითაც მათ ავიაკომპანიის კლიენტების საკრედიტო ბარათის მონაცემებზე წვდომა მიეცათ.

გაზეთი El País წერს, რომ კიბერშეტევა ავიაკომპანიის სისტემებში უსაფრთხოების დარღვევის გამო მოხდა. კერძოდ, თაღლითებმა შეძლეს ინფორმაციის მოპოვება ბარათის ნომრების, ვარგისიანობის ვადების და უსაფრთხოების კოდების შესახებ. Air Europa ირწმუნება, რომ სიტუაცია უკვე კონტროლდება.

ამის მიუხედავად, კომპანიამ რამდენიმე მომხმარებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა შეტყობინება და ურჩია მათ, სხვა საკითხებთან ერთად, დაუკავშირდნენ თავიანთ ბანკს და გააუქმონ საკრედიტო ბარათები, რომლებიც გამოიყენეს Air Europa-ს მომსახურებისთვის.