ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 3,447 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 40,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ფრენების რაოდენობა 20,2%-ით გაიზარდა – 32 970 ათასამდე.

2023 წლის სექტემბერში ავიაკომპანია 446,3 ათას მგზავრს მოემსახურა (32,1%-იანი ზრდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით) და შეასრულა 4,120 ათასი რეისი (ზრდა 20,5%).

როგორც ცნობილია, airBaltic-მა 2022 წელს გადაიყვანა 3,34 მილიონი მგზავრი, რაც 2,1-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით, მაგრამ 33,8%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის მაჩვენებლები.