უახლოესი 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და ისრაელს შორის 8 რეისი შესრულდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისსა და თელ ავივს შორის ფრენების უახლოესი განრიგი ასეთია:

12 ოქტომბერი
15:00 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2699;
21:10 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2700;
22:30 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)
23:00 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;
13 ოქტომბერი
00:35 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;
01:40 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5110;
06:15 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695;
12:40 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2696.