მთავარი ავიაკომპანიები ხვალიდან, Myway Airlines-ი საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას...

ხვალიდან, Myway Airlines-ი საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს

102

ქართული სამგზავრო ავიაკომპანია “Myway Airlines”-ი,  საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
რეისები თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე ხვალიდა, 28 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისი – თელ-ავივი – თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 451 ლარიდან იწყება, ხოლო ერთი გზის ავიაბილეთის ფასი კი 247 ლარიდანაა. აღნიშნული ტარიფი მოიცავს: კვებას ბორტზე, 25 კგ. ბარგს და 10 კგ. ხელბარგს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “Myway Airlines”-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.

ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი “Myway Airlines”-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე “Myway Airlines”-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.