ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, დღეიდან სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დაიწყება.
ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს.
სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ასევე განთავსდება მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც.
ამ დროისთვის ქალაქს სულ 16 ბრიგადა ემსახურება.
აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.
დღეს, დამატებითი ბრიგადების მუშაობას ადგილზე გაეცნენ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე