საკურორტო სეზონზე ბაქო-ბათუმი-ბაქოს მარშუტზე საავტობუსო მიმოსვლა 2 ივლისიდან განახლდება. ბაქოდან ბათუმის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი, ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურიდან, 18:00 საათზე გამოვა და ბათუმში 09:00 საათზე იქნება. მგზავრობის ღირებულება 40 აზერბაიჯანული მანათია. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 5-დან 10-მდე მოზარდებისათვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკეობით განხორციელდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავტოსადგურის სალაროებში, ასევე ავტოსადგურის ვებ-გვერდზეც.
თუ კი აღნიშნულ მარშრუტზე მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდება, მაშინ შესაძლოა რეისები ყოველდღიური გახდეს.