სტამბოლის უდიდესი აეროპორტი გეგმის მიხედვით ფართოვდება. აეროპორტ “სტამბოლში” მესამე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა უკვე დასრულდა და ის საზეიმო ვითარებაში 14 ივნისს გაიხსნება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ედოღანი დაესწრება.
ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი აეროპორტის ტერიტორიაზე, აფრენამდე საჰაერო ხომალდის გადაადგილება 22 წუთიდან 15 წუთამდე შემცირდება.