15 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და საქართველოში შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით იწყება კამპანია „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“.

კამპანიის ფარგლებში მოეწყობა გასვლითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მასში ჩართულები იქნებიან ინდუსტრიის აქტიური წარმომადგენლები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

კამპანია მიზნად ისახავს ალიანსის ქოლგის ქვეშ არსებული ინსიტუციების მიერ ტურიზმის ინდუსტრიის გააქტიურებას და ასოციაციების გაძლიერებას.

კამპანიის პირველი ტური გაიმართება 15 ივნისს ქვეყნის ისტორიულ გულში – შიდა ქართლში.

ტური ემსახურება 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ტურის პროგრამა მოიცავს საქართველოში არსებული ავთენტური გასტრონომიული კულტურისა  და  ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას. იგი მოიცავს შიდა ქართლში კერამიკისა (გარიყულა, გორი) და წნულის  (კასპი) სახელოენოებში და ადგილობრივ მარნებსა და კვების ობნიექტებში (ატენი, გორი)  ვიზიტს და მასტერკლასებზე დასწრებას.

ტურის მონაწილეები: ალიანსის წევრი ასოციაციები, დონორი ორგანიზაციები: USAID ზრდა პროექტი საქართველოში, USAID ეკონომიკური უსაფრთხოები პროგრამა, ჟურნალისტები.

(ტური ტარდება  COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემუშავებული რეგულაციების დაცვით.)

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი აერთიანებს ტურიზმის სექტორში მოღვაწე 22 ასოციაციას, 5000 ზე მეტ ორგანიზაციას, „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (GTIA)”, მიზანია შეამციროს პანდემიის გავლენა სექტორზე, გაუწიოს ადვოკატირება პოლიტიკის რეფორმებს და დაუჭიროს მხარი ბიზნეს-მეგობრული გარემოს განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით. მისი ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა.