ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს.
გარდა ამისა, ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება იგეგმება.
ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა.
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1 აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.