??? მაგდა ქააძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული და დღეს უკვე ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალია საქართველოში, 2018 წლიდან მუშაობს Georgian Airways-ში.
მაგდამ გვიამბო, როდის გადაწყვიტა ცხოვრება ფრენისთვის დაეკავშირებინა, ასევე, იმ გამოწვევებზე და სირთულეებზე, რომლებიც მფრინავის პროფესიას ახლავს და საინტერესოს ხდის. ✈️✈️✈️

✅ როდის გადაწყვიტეთ პილოტობა?
ბავშვობიდან ამ პროფესიაზე არ მიოცნებია. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება სკოლის ბოლო წლებში გადავწყვიტე, სხვა არაფერი მაინტერესებდა.

 სწავლის პროცესი როგორი იყო თქვენთვის?
??? სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რაც მეტს ვსწავლობდით, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე!

✅ მუშაობა როდის დაიწყეთ, აღმოჩენილხართ რთულ სიტუაციაში ფრენისას და როგორ გადაგიჭრიათ პრობლემა?
??? მუშაობა დავიწყე 2018 წელს Georgian Airways-ში, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, თუმცა იყო რამოდენიმე შემთხვევა როდესაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ხარ მფრინავი – ყველაფერისთვის მზად უნდა იყო.

✅ საქართველოში ქალისთვის პილოტობა რთულია?
??? მიმაჩნია, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და არა – სქესი, ჩემი თანამშრომლებიც ასე ფიქრობენ!

✅ რას ურჩევთ იმათ, ვინც უკვე სწავლობს საავიაციო უნივერსიტეტში, ან აპირებს საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარებას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი აზრით.
??? თუ გადაწყვეტენ მფრინავები გახდნენ, აუცილებლად მოუწევთ ბევრი სწავლა, რაც საკმაოდ დიდ მოთმინების უნარსა და მონდომებას მოითხოვს და ვურჩევდი, მაქსიმალურად კარგად ისწავლონ – ეს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

https://www.facebook.com/ssu.edu.ge/posts/3893328497408340