მფრინავი სასტუმროს საინტერესო და სახალისო კონცეფცია სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.
Sky Cruise არის გიგანტური მფრინავი სასტუმრო, რომლის გული ბირთვული რეაქტორია. ვიდეოში ნაჩვენებია უზარმაზარი თვითმფრინავი, რომელსაც 20 ელექტროძრავა მართავს.
სასტუმრო, რომელიც მოგაგონებთ გემ Fhloston Paradise-ს ლუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმიდან „მეხუთე ელემენტი“, 5000-მდე სტუმარს მოემსახურება.