ავიაკომპანია Easyjet-ის თანამშრომლებს ხელფასს გაუზრდიან. Verdi-ს პროფკავშირმა დამსაქმებლებთან ხანგრძლივ დავაში სასურველ შედეგს მიაღწია. ასე რომ, ოქტომბრიდან Easyjet-ის პილოტები და ბორტგამცილებლები შემოსავლის ეტაპობრივ ზრდას მიიღებენ. იტყობინება Die Zeit dpa-ზე დაყრდნობით.

მთლიანობაში დასაქმებულთა შემოსავალი თითქმის 8%-ით გაიზრდება. ახალი კონტრაქტის ვადა 2024 წლის აპრილია. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ ერთჯერად წახალისებაზე. მაგალითად, Easyjet-ის პილოტები ოქტომბერში მიიღებენ ბონუსს 1125-დან 3000 ევრომდე. ამასთან, ხელფასის პირველი 2,5%-ით მატება ოქტომბერში მოხდება. შემდეგი გადახდა იქნება 2023 წლის აპრილში (1500 ევრომდე), ასევე თვიური შემოსავლის მეორე ზრდა 2,5%-ით. 2023 წლის ოქტომბერში მესამე მატება მოხდება 3%-ით.