კასაბლანკაში, მოჰამედ V-ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. მისი გაშვება 2029 წლის ბოლოსთვის, 2030 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის წინ იგეგმება.

მაროკოს ეროვნული აეროპორტის ორგანოს (Office National Des Aéroports, ONDA) ცნობით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და კონტრაქტორების შესარჩევი ტენდერები გამოცხადებულია.

აეროპორტის ტევადობა, სავარაუდოდ, წელიწადში ამჟამინდელი 15 მილიონი მგზავრიდან 35 მილიონამდე გაიზრდება. პროექტში ინვესტიცია 15 მილიარდ მაროკოულ დირჰამს (1.6 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

აეროპორტის გაფართოება Airports 2030 სტრატეგიული პროგრამის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, მათ შორის 3.7 კმ სიგრძის ასაფრენი ბილიკისა და 42 მეტრის სიმაღლის საკონტროლო კოშკის. ასევე იქნება ჩქაროსნული რკინიგზის სადგური და კასაბლანკას აეროპორტსა და რაბატს შორის მგზავრობას მხოლოდ 30 წუთი დასჭირდება, ხოლო მარაქეშიმდე – ერთ საათზე ნაკლები