🌎 ✈ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ტავ ჯორჯიამ შანხაიში სამდღიან საერთაშორისო გამოფენაზე, ITB China-ზე წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან. მათ შორის არის: Finnair, Egypt Air , ეთიოპიის ავიახაზები, მალაიზიის ავიახაზები და Juneyao Air (შანხაი).

✈ შეხვედრების ფარგლებში ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ ავიაკომპანიებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისებისა და პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჩინურ ავიახაზებთან საუბარი შეეხო დიდ ჩინურ ქალაქებთან პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას, ეგვიპტურ ავიახაზებთან კი განიხილეს საკურორტო ქალაქებთან პირდაპირ ავიარეისებზე არსებული მოთხოვნა.