თურქეთს, რომელიც ოდითგანვე უძველეს ცივილიზაციათა ადგილსამყოფელს წარმოადგენდა, დღესდღეობით აქვს მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს.  ამ ძეგლებს შორის, 21 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაში,  79  კი საცდელ სიაშია შეყვანილი. მოდით გავეცნოთ თურქეთის რამდენიმე არქეოლოგიურ საგანძურს, რომლებიც დღესდღეობით არც ისე ცნობილია, თუმცა ამისდა მიუხედავად, იგი საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე გარემოში გამოგზაურებთ.

აიზანოი

აიზანოი არის უძველესი ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. იგი მდებარეობს კუტაჰიაში, შიდა ეგეოსში. აიზანოი ძველ  რომაულ ეპოქაში გახდა მდიდარი და გამორჩეული ქალაქი მარცვლეულის მოყვანის, ღვინისა და მატყლის აქტიური  წარმოების გამო. აქ მდებარეობს   მსოფლიოში პირველი საფონდო ბირჟის შენობა      მაკელუმი  და ანატოლიაში ყველაზე კარგად შემონახული ზევსის ტაძარი. აღსანიშნავია, რომ კუტაჰიას აქვს უამრავი ტაძარი და საკურთხეველი, რომელიც ყველასთვის ცნობილ ქალღმერთ კიბელეს ეძღვნება.  ასევე აქ შეძლებთ ნახოთ კლდეში ნაკვეთი უამრავი სამარხები.

კაუნოსი და კლდის სამარხები

კაუნოსი არის ანტიკური ხანის უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი, რომელიც თურქეთის ყველაზე საინტერესო ნანგრევებს შორის მოიაზრება. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. კაუნოსი დაკავშირებულია მუგლასთან და იქ მისვლა შესაძლებელია დალიანის რაიონიდან ნავით 10 წუთის სავალზე. აღსანიშნავია, რომ კაუნოსის კლდის სამარხები ძვ. წ IV საუკუნეში აშენდა და აქტიურად გამოიყენებოდა რომაულ პერიოდში.

უძველესი ქალაქი კიბირა

2300 წლიანი უძველესი ქალაქი კიბირა, რომელიც სამ ბორცვზეა აგებული, მდებარეობს ბურდურის გოლჰისარის რაიონში. იგი ცნობილია როგორც „გლადიატორების ქალაქი“ თავისი ფართო ღობეებით, ტბითა და თვალწარმტაცი ხედებით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ქალაქის სახელი მომდინარეობს ანატოლიის უძველეს ქალღმერთ  კიბელესგან, რომლის სიმბოლოსაც მწოლიარე ლომი წარმოადგენს.  კიბირაში არსებული შენობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია შეტანილი. მისი ულამაზესი 2000 წლის მონუმენტური შადრევანი ყოვლისმომცველი რესტავრაციის შემდეგ კვლავ ინარჩუნებს თავის სილამაზეს.  სხვა საყურადღებო შენობებს შორისაა სტადიონი დაახლოებით 10 000 კაციანი, სადაც იმართება გლადიატორთა ბრძოლები და სხვ.   აღნიშნულ რეგიონში კიდევ უნდა ნახოთ ცნბობილი ტბა – სალდა, რომელიც თავისი თეთრი ქვიშითა და პლაჟებით საოცრად მოგხიბლავთ.

უძველესი ქალაიქ პრიენი

უძველესი ანტიკური ქალაქი პრიენი, რომელიც  2000 წლით თარიღდება, მდებარეობს აიდინში, გიულბაჰჩეს რაიონში. მილეტელი არქიტექტორის, ჰიპოდამუს პრიენელის გეგმით აშენებული ეს შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია შეტანილი. იგი ითვლება უძველესი ურბანული დაგეგმარების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. ელინისტური პერიოდის განმავლობაში პრიენი აკონტროლებდა სელევკისა და პერგამოსის სამეფოებს. იქვე შეგიძლიათ ეწვიოთ კუშადასსაც, რომელიც არამხოლოდ ანტიკურ ხანაში გამოგზაურებთ, არამედ თბილი მზითა და ლურჯი ზღვით დაგატკბობთ.