სტამბოლი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულება, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და გამოცდილებას.  იგი განსაკუთრებით სასიამოვნოა სოლო მოგზაურებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად მოგზაურობენ.

ორი კონტინენტი და  ერთი ქალაქი

სტამბოლი ცნობილია  უნიკალური ქუჩებით, მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით,  უმაღლესი დონის სასტუმროებითა და მიშლენის ვარსკვლავების მფლობელი რესტორნებით. ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო განამტკიცა მისი პოპულარულობა. მოგზაურებს ამ ქალაქში შეუძლიათ ერთდროულად გაეცნონ აზიურ და ევროპულ კულტურას და დააგროვონ დაუვიწყარი მოგონებები.

სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობები

ქალაქში მრავალი კულტურული ძეგლი, მათ შორის ბრწყინვალე აია სოფია , ბაზილიკის ცისტერნა, თოფქაფის სასახლე  და სულთან აჰმედის მეჩეთი მდებარეობს. აღსანიშნავია სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თოფქაფის სასახლის კომპლექსის ბაღში მდებარეობს. იგი უნდა ნახოს ყველამ, ვინც დაინტერესებულია თურქეთის უძველესი არქეოლოგიური მემკვიდრეობებით.  სტამბოლში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ არ მოინახულებთ მის მრავალსაუკუნოვან დიდ ბაზარს.  აქ ნახავთ თითქმის ყველაფერს – ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, სუვენირებს, სხვადასხვა სახის სანელებლებს, ჩაის, ყავასა თუ  ტკბილეულებს.

ბაზრიდან გამოსვლისას კი შეგიძლიათ იქირაოთ ახლომდებარე ნავი და გაისეირნოთ ბოსფორზე, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას შეგიქმნით. აქვე გამოჩნდება ლეგენდარული ქალწულის კოშკი (Maiden’s Tower), რომელსაც ბოსფორზე სეირნობისას დაინახავთ.

ქალაქში შეგიძლიათ ეწვიოთ სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (Istanbul Modern museum). ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გალათას რაიონი, სადაც მდებარეობს ყველასთვის ცნობილი გალათას კოშკი.  ამ კოშკზე ასვლისას კი მთელი ქალაქის ხედი გადაიშლება თქვენს თვალწინ.  აღსანიშნავია ტაქსიმი და ისტიკლალის ქუჩა, სადაც შეგიძლიათ წითელი ტრამვაით გაისეირნოთ. აღნიშნული ქუჩებზე ნახავთ შოპინგცენტრებსა და მრავალ ისტორიულ შენობას. აქვე შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი  თურქული ყავები.

როგორც აღინიშნა სტამბოლი არის იდეალური ტურისტული ადგილი სოლო მოგზაურებისთვის.   ქალაქში სეირნობისას თავად მიხვდებით, რომ ძალიან მრავალფეროვანია კერძებისა და სასმელების კულტურა.   აქ სულ სხვა ხიბლი აქვს ქუჩის კერძებს,  რომელთა დაგემოვნებასაც ტაქსიმის მოედანზე შეძლებთ.