თურქეთი საკმაოდ მრავალფეროვანია კულტურული და ისტორიული  ღირსშესანიშნაობებით. ამ ყველაფერს იხილავთ ულამაზეს ანითლიში. ანითლი არის  თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარდინის პროვინციაში, მიდიათში მდებარეობს. იგი წარსულში “ჰაჰ”-ის სახელით იყო ცნობილი და  წარმოადგენდა  მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს აბრეშუმის დიდ გზაზე. მიდიათი არის თურქეთის უძველესი ქალაქი, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია გააჩნია. მან თავის დროზე სახელი გაითქვა ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოთი, სადაც ერთად   ცხოვრობენ ასურელები, მუსულმანები, იეზიდები და სხვა თემის წარმომადგენლები. მიდიათში სტუმრობისას თქვენ იმოგზაურებთ შორეულ წარშულში და გაეცნობით მრავალ განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციას.

ისტორიული ეკლესია-მონასტრები

ანითლის დასახლებაში აღმოაჩინეს მიდიათის გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ეკლესია-მონსატრები, რომლებიც 2021 წლის აპრილში შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პირველად სიაში (ტურ აბდინი).  აღსანიშნავია ტურ აბდინი – უნიკალური კულტურული ადგილი და უძველესი ცეტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა,  სადაც დაახლოებით 80 სოფელი და 70 მონასტერი მდებარეობს. ამ უკანასკნელთაგან ბევრი დღესაც მოქმედია. ტურ აბდინი, რომლის სახელიც  “თაყვანისცემის მთად” ითარგმნება, მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილშია მოქცეული. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მის პირობით საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს მდინარე ტიგროსი, სამხრეთით – თურქეთ-სირიის თანამედროვე საზღვარი, ხოლო მის დასავლეთ ფორპოსტად ითვლება ქალაქი მარდინი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთი ცენტრი. ამ რეგიონში, რომელიც განთქმულია წმინდა მოღვაწეებით, შემონახულია უძველესი ქრისტიანული ტრადიციების კვალი და იგი წარმოადგენს სირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვან და ტრადიციულ დასაყრდენს .

უნდა გირჩიოთ, რომ  ანითლის შობასა და აღდგომას აუცილებლად უნდა ეწვიოთ, რადგან ამ დროს ტარდება ძალიან საინტერესო რელიგიური რიტუალები. გარდა ამისა, აქ რეგულარულად ტარდება კულტურულ- გასტრონომიული ხასიათის ღონისძიებები, რის გამოც ხშირად სტუმრობენ ტურისტები ანითლის. მაგალითად, იმართება კინოფესტივალები და სხვ. ამ დროს  ტურისტებს საინტერესო და დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობენ.