იტალიის ეროვნული ავიაკომპანია, მიუხედავად გაურკვეველი მომავლისა, 39 ერთეულ ახალ Airbus-ს ყიდულობს. ამ ტრანზაქციით კი ITA Airways-ის მგზავრეების ლიმიტის 73%-ით ზრდა მოხდება. ახალი ბორტების დამატებას ავიაკომპანია მომავალ წელს აპირებს.
იტალიურმა კომპანიამ, რომელმაც Alitalia ჩაანაცვლა ერთი წლის წინ, გამოაცხადა კონტრაქტების გაფორმება 39 ახალ Airbus თვითმფრინავზე: ცხრა შორმაგისტრალური Airbus A330-900 და 30 ახლო მაგისტრალურ თვითმფრინავზე.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აპირებს წინა თაობის თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან ამოღებას. შედეგად, ავიაკომპანიის ზღვრული მგზავრთბრუნვა 2022 წელთან შედარებით 73%-ით გაიზრდება, შორეულ მარშრუტებზე მაჩვენებელი კი 107%-ით.